ვერ: დიდი აქცია შეაჩერე ქირის უკონტოლო ზრდა 28.03.2020 // 14:00 საათზე // Skatepark Lingnerallee

საცხოვრისი ადამიანისთვის და არა როგორც საქონელი!

როგორც ბევრ სხვა ქალაქში, დრეზდენშიც ცხოვრება კიდევ უფრო ძვირდება. ვიღებთ ქირის ზრდას და ჩვენი შემოსავლიდან უფრო მეტს ვიხდით ქირაში. ვისაც აღარ შეუძლია ქირის გადახდა ტოვებს ბინას. ბევრი მათგანი გამოასახლეს და გააძევეს. მათ ვინც სოციალურ დახმარებას იღებს, არ შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი და ქალაქის ცენტრის მიღმა რჩებიან.

თავშესაფრის მაძიებლებს არ აქვთ უფლება აირჩიონ სად იცხოვრებენ. მათთვის წინასწარ გაწერილია საცხოვრებელი ადგილი. ბანაკიდან საკუთარ ბინაში გადასვლა უკანასკნელ წლებში უფრო რთული გახდა, სამართლებრივი წინააღმდეგობები უფრო რთული გადასალახი გახდა. რასობრივი დისკრიმინაცია საბინაო ბაზარზე დამატებით გარიყვას იწვევს. იქ სადაც ნამდვილად არავის სურს ცხოვრება არის ბანაკები ჰამბურგისა და ბრემენის ქუჩებზე წინასადეპორტო დაკავების ცენტრის მახლობლად.

უსახლკარობა იზრდება. უფრო მეტი ადამიანია იძულებული არასათანადო პირობებში იცხოვროს. დრეზდენის მსგავს დიდ ქალაქებში ცხოვრება უფრო მეტი სტრესული ძალისხმევისა და არსებობის რისკის ფასად ხდება შესაძლებელი.

ქალაქების გაყიდვა ერთეულების ინტერესებისათვის არ არის ბუნების კანონი!

თავისუფალ ბაზარზე საცხოვრისი უპირველეს ყოვლისა არის საქონელი. ეს ნიშნავს: მისი შეძენა ან შეგიძლიათ ან არა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა უძრავი ქონების ბაზრის დერეგულირებამ და მუნიციპალური ბინების პრივატიზაციამ: დრეზდენში ბინების დიდი ნაწილი ახლა მოგებაზე ორიენტირებული კომპანიების საკუთრებაა, როგორიცაა მაგალითად ვონოვია, რომელიც დამქირავებელს უსამართლოდ უზრდის ბინის ქირას და გაუმჭირვალე კომუნალურ გადასახადებს აკისრებს.

ბინები საინვესტიციო ობიექტებია. შენება, შენება, შენება – როგორც კონსერვატორი პოლიტიკოსების მოთხოვნა – ვერ იქნება გამოსავალი. ქალაქების ცენტრალურ უბნებში მოგების გადაჭარბებული მოლოდინისა და შესაბამისად მაღალი ქირის გამო ობიექტების ნაწილი ცარიელია. ქალაქების გაყიდვა კაპიტალისტური ეკონომიკის და ანტისოციალური, არაჰუმანური პოლიტიკის შედეგია.

აღარ გვინდა შევეგუოთ ამ უსამართლობას და ძალადობას.

ვეწინააღმდეგებით და ვართ ერთმანეთის სოლიდარული.

ჩვენ, დამქირავებელთა ინიციატივებისა და ქალაქზე უფლების ქონის ფედერალური ასოციაცია, მოვითხოვთ:

  1. რეალურ სოციალურ ქირას და ფუნდამენტურად განსხვავებულ ქირის სიდიდის უფლებას. არა მოგების მიღებას ქირის საშუალებით!

  2. გამოსახლებისა და უსახლკარობის თავიდან აცილებას. Housing First ღირსეულ ბინებში და ხელშესახები საცხოვრისის უფლება!

  3. დასრულდეს ცარიელი სივრცეები! ჩვენ მოვითხოვთ, რომ სპეკულაციური ცარიელი სივრცეები იძულებით გაქირავდეს. ცარიელი სივრცეების დაკავების ლეგალიზებას ვითხოვთ!

  4. დასრულდეს ბანაკების პოლიტიკა! ქალაქი ყველასათვის ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს, ვინც აქ ცხოვრობს, აქვს ბინაში ცხოვრების უფლება. ჩვენ ვუარვყოფთ კოლექტიურ საცხოვრებლებში ცხოვრების ვალდებულებას.

  5. რეალური დემოკრატიული თანამონაწილეობა და კოლექტიური უფლებები მოიჯარეებისთვის არის ის რაც ჩვენს სახლში უნდა ხდებოდეს!

  6. ახალი არამომგებიანობა საბინაო სექტორში, ფართით სპეკულაციის დასრულება, უძრავი ქონების სოციალიზაცია, დიდი საბინაო ჯგუფების სოციალიზაცია. საცხოვრებელი სივრცე და ფართობი არ უნდა იყოს გასაყიდი საქონელი!

  7. კურსის რადიკალური ცვლილება პოლიტიკასა და ეკონომიკაში: სოლიდარული და ეკოლოგიური ურბანული განვითარებისათვის!